პუტინი: ნებისმიერი შანტაჟი და ამბოხის მოწყობის მცდელობა განწირულია მარცხისთვის

ნებისმიერი შანტაჟი და ამბოხის მოწყობის მცდელობა განწირულია მარცხისთვის, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის მოსახლეობისადმი სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა.

„სამოქალაქო სოლიდარობამ აჩვენა, რომ ნებისმიერი შანტაჟი და შიდა ამბოხის მოწყობის მცდელობა მარცხით დასრულდება“, – განაცხადა კრემლის ლიდერმა.

როგორც მან აღნიშნა, შეიარაღებული აჯანყება ნებისმიერ შემთხვევაში ჩახშობილი იქნებოდა.

„შეიარაღებული აჯანყება ნებისმიერ შემთხვევაში ჩახშობილი იქნებოდა. აჯანყების ორგანიზატორებს, მიუხედავად ადეკვატურობის დაკარგვისა, ამის გააზრება შეეძლოთ“, – აღნიშნა პუტინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები