ირაკლი კობახიძემ „სტუდენტური ფესტივალი 2023“-ის დახურვაში მიიღო მონაწილეობა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „სტუდენტური ფესტივალი 2023-ის“ დახურვაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ირაკლი კობახიძე ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მმართველი გუნდის ლიდერი ფესტივალის ფარგლებში გამართულ შეჯიბრებებში გამარჯვებულებს წარმატებას ულოცავს.

„დღეს მონაწილეობა მივიღე საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის მიერ ორგანიზებული „სტუდენტური ფესტივალი 2023-ის“ დახურვაში. ტრადიციულ ყოველწლიურ ფესტივალში, რომლის მიზანია ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, სტუდენტთა მოტივაციის ამაღლება და მათი ნიჭის რეალიზაციის ხელშეწყობა, საქართველოში მოქმედი 32 სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლის 50 000-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა.თბილისის მერიისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გამართული ფესტივალის ფარგლებში, სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტების მონაწილეობით, ძალიან საინტერესო შეჯიბრებები გაიმართა სპორტის 17 სახეობაში, ასევე, კულტურული ტურები 5 მიმართულებაში.

მინდა, ყველა გამარჯვებულს მივულოცო შეჯიბრებებში წარმატება. იმედი მაქვს, მომავალში ასეთი ღონისძიებები ხშირად გაიმართება“, – წერს კობახიძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები