ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ-სა და დასავლელ მოკავშირეებს რუსეთში განვითარებულ მოვლენებთან საერთო არაფერი აქვთ

U.S. President Joe Biden announces a $42.45 billion national grant program for high-speed internet infrastructure deployment called the Broadband Equity Access and Deployment (BEAD) program, at the White House in Washington, U.S., June 26, 2023. REUTERS/Jonathan Ernst

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, შეერთებულ შტატებსა და მის დასავლელ მოკავშირეებს „არაფერი აქვთ საერთო“ რუსეთში განვითარებულ მოვლენებთან.

მისი თქმით, მან ეროვნული უსაფრთხოების გუნდს უბრძანა, რომ ყურადღებით დაკვირვებოდა რუსეთში განვითარებულ მოვლენებს.

ბაიდენის განცხადებით, მან ასევე ისაუბრა შეერთებული შტატების მთავარ მოკავშირეებთან, რათა დარწმუნდეს, რომ ყველანი ერთსა და იმავე მხარეს დგანან.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიყოთ კოორდინირებული ჩვენს პასუხში. ჩვენ უნდა დავრწმუნებულიყავით, რომ პუტინს არ მივეცით საბაბი, რომ ეს დასავლეთს, ნატოს დააბრალოს.

ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ არ ვიყავით ჩართული ამ პროცესში. არაფერი საერთო გვქონდა ამასთან. ეს იყო რუსეთის სისტემის შიგნით ბრძოლის ნაწილი“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები