გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში სამრეწველო ემისიების კანონპროექტზე იმსჯელეს

სამრეწველო ემისიების კანონპროექტი იყო განხილვის მთავარი საგანი დღეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე. მსჯელობა, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, დიალოგის მიზანი იყო „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვა პარლამენტის წევრების, მთავრობისა და კერძო სექტორის  წარმომადგენლებთან ერთად.

კანონპროექტი მიზნად ისახავს სამრეწველო საქმიანობის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში, წყალში და მიწაში ემისიების პრევენციას, ან სადაც ეს პრაქტიკულად შეუძლებელია, ემისიების შემცირებას და კონტროლს, ასევე, ნარჩენების წარმოქმნის პრევენციას. რეფორმის შედეგად ჩამოყალიბდება ევროპული სტანდარტების შესაბამისი კანონმდებლობა და აღსრულების მექანიზმები.

აღნიშნული კანონპროექტი ადგენს ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის ფლობის ვალდებულებას იმ სამრეწველო საქმიანობებისთვის, რომლებსაც გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი ზემოქმედების პოტენციალი გააჩნიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები