ოკუპანტების მიერ მიკოპოლის დაბომბვას, სულ მცირე, ორი ადამიანი ემსხვერპლა
რუსი ოკუპანტების მიერ მიკოპოლის დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, ორი ადამიანია დაღუპული.
ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი ლისაკმა განაცხადა.
მისი ინფორმაცით, დაღუპულია 51 წლის ქალი და 50 წლის მამაკაცი.
ასევე, იერიშის შედეგად, დაშავდა 49 წლის მამაკაცი, რომელიც საშუალო სიმძიმის ტრავმით კლინიკაშია გადაყვანილი.
“თავდასხმის ობიექტზე ნგრევა ფიქსირდება, თავდასხმის შედეგები ზუსტდება”, – წერს ლისაკი ტელეგრამში.