​გერმანია გეგმავს, მუდმივ საფუძველზე, ლიეტუვაში 4 ათასი ჯარისკაცი გაგზავნოს

გერმანია გეგმავს, ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად, მუდმივ საფუძველზე, ლიეტუვაში დამატებით 4 ათასი ბუნდესვერის ჯარისკაცი გაგზავნოს.

ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა, – წერს Tagesspiegel-ი.

„გერმანია მზად არის, მუდმივ საფუძველზე, ლიეტუვაში ძლიერი ბრიგადა განათავსოს“, – განაცხადა მან ვილნიუსში ვიზიტის დროს.

მინისტრის თქმით, აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ჯარისკაცების განსათავსებლად საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნა და წვრთნები.

მან ასევე დასძინა, რომ ეს არის “დიდი გამოწვევა” და “არა რამდენიმე თვის საკითხი”. ამასთან, მან არ დააკონკრეტა, როდის განთავსდება გერმანული ბრიგადა ლიეტუვაში.

ამ დროისთვის, ბუნდესვერს ლიეტუვაში, მუდმივ საფუძველზე, მხოლოდ ე.წ.ბრიგადის შტაბ-ბინა აქვს, ხოლო საბრძოლო ქვედანაყოფები ბალტიისპირეთის ქვეყნებში ხანგრძლივი წვრთნებისთვის იგზავნებიან და შემდეგ დისლოკაციის ადგილებში ბრუნდებიან.

მანამდე გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მუშაობს ლიეტუვაში განლაგებული გერმანული ბრიგადის სამხედრო პერსონალის რაოდენობის გაზრდაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები