სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სპეციალისტებმა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

ბათუმში ევროინტეგრაციისა და სურსათის უვნებლობის გამოწვევების შესახებ საერთაშორისო კონფერენცია (EUFS-2023) გაიმართა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციაზე ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერების საკითხები და საქართველოში ლაბორატორიული მომსახურების სრულყოფისა და სურსათის უვნებლობის საკითხები განიხილეს.
ღონისძიების ფარგლებში ლაბორატორიის სპეციალისტებმა გააკეთეს მოხსენებები; სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის შესაძლებლობების, ლაბორატორიაში უსაფრთხოების წესების დაცვის და ლაბორატორიაში არსებული კვლევების შესახებ. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა 21 ორგანიზაციის 50-მდე წარმომადგენელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები