თურქეთში ლგბტ მარშზე, სულ მცირე, ასამდე ადამიანი დააკავეს

თურქეთში 25 ივნისს ლგბტ+ პირთა მარში გაიმართა, რომლის შედეგად იზმირსა და სტამბოლში, სულ მცირე, 99 ადამიანია დაკავებული.

კერძოდ, სტამბოლში, სულ მცირე, 50 ადამიანია დაკავებული, – წერს ​Reuters-ი.

აღნიშნულია, რომ 25 ივნისს პოლიციამ ისტიკლალის გამზირისკენ გზა გადაკეტა, რომელიც პრაიდის გამართვის ადგილია, ასევე, ტაქსიმის მოედნისკენ მისასვლელი ქუჩები. მიმდებარე რაიონებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეაჩერეს.

მისტიკ პარკში ცისარტყელას დროშებით აქტივისტები შეიკრიბნენ. ისინი ლოზუნგებს სკანდირებდნენ.

ორგანიზატორების თქმით, აქციის შემდეგ პოლიციამ 50-ზე მეტი ადამიანი დააკავა.

Amnesty International-ის თურქეთის ოფისმა განაცხადა, რომ პოლიციის დაკავების დროს, სულ მცირე, ერთმა პირმა თავის არეში დაზიანება მიიღო.

ლგბტ მარში ასევე ქალაქ იზმირში გაიმართა, რის შემდეგაც, სულ მცირე, 44 ადამიანი დააკავეს.

თურქეთში ჰომოსექსუალიზმი არ არის დანაშაული, მაგრამ ლგბტ თემის წევრების მიმართ მტრული განწყობა, ფართოდ არის გავრცელებული, ხოლო მარის წინააღმდეგ პოლიციის რეპრესიები ყოველწლიურად სულ უფრო მკაცრი ხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები