მოსკოვსა და რეგიონში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გაუქმდა

“ვაგნერის ჯგუფის” აჯანყების მცდელობისას მოსკოვსა და მის რეგიონში 23 ივნისს შემოღებული კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გაუქმდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტი (NAC) ავრცელებს.

მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა ასევე თქვა, რომ მოხსნილია ყველა სხვა დამატებითი შეზღუდვაც.

ანტიტერორისტული რეჟიმი ასევე მოხსნილია ვორონეჟის ოლქში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები