ევროკავშირის საელჩოსთან სასულიერო პირებმა აქცია გამართეს
ევროკავშირის საელჩოსთან სასულიერო პირებმა და მათმა მრევლმა აქცია გამართეს.
ადგილზე შეკრებილებმა ლგბტ პროპაგანდა გააპროტესტეს.
„ჩვენი აქ მოსვლის მიზეზი არის ის, რომ ვითხოვთ ხელისუფლებისგან კანონმდებლობით აიკრძალოს ლგბტ ცხოვრების წესის ქადაგება-პროპაგანდა, რადგანაც ჩვენ ვთვლით რომ, ეკლესიის სწავლების მიხედვით ეს არის უმძიმესი ცოდვა“, – განაცხადა დეკანოზმა დავით ისაკაძემ.