საქართველოს მორაგბეთა შვიდკაცა ნაკრებმა მესამე ევროპულ თამაშებზე პირველი მატჩი მოიგო
საქართველოს შვიდკაცა მორაგბეთა ნაკრებმა მესამე ევროპულ თამაშებზე გამართული სადებიუტო მატჩი გამარჯვებით დაასრულა.
“ბორჯღალოსნები” ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და 17:14 დაამარცხეს.
საქართველოს ნაკრები შემდეგ მატჩს ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. დაპირისპირება დღეს 20:30-საათზე დაიწყება.