თბილისში საქართველოს ციფრული ტრანსფორმაციის ფორუმი გაიმართება
მ/წ ორშაბათს, 26 ივნისს, თბილისში საქართველოს ციფრული ტრანსფორმაციის ფორუმი გაიხსნება.
ოთხდღიანი ღონისძიება საქართველოს აისიტი კლასტერის ორგანიზებით, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით იმართება და მისი პარტნიორები არიან გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), საქართველოში ბრიტანეთის საელჩო, გაერთიანებული სერვისების სამეფო ინსტიტუტი (RUSI), CARE Caucasus, ციფრული ტრანსფორმაციის საქართველოს კონსორციუმი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს პარლამენტის სექტორული ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისია, საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს პროფესიული უნარების სააგენტო, საქართველოს ინფორმაციისა და ტექნოლოგიური ანალიზის ცენტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ქრაუდფანდინგის ასოციაცია.