ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და საერთაშორისო გასტრონომიულ გზამკვლევ „გოემიოს“ საქართველოს წარმომადგენლობას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და საერთაშორისო გასტრონომიულ გზამკვლევ „გოემიოს“ საქართველოს წარმომადგენლობას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეთანხმებას ხელი მოაწერეს   ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა  მაია ოამიძემ და  გო ე მიოს  დირექტორმა მია კუპრავამ.

“მემორანდუმის მიზანია გასტრონომიული ტურიზმის  ხელშეწყობა, განვითარება და გასტრონომიული ღონისძიებების დაგეგმვა.  ასევე  საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ქართული გასტრონომიული ტურიზმისა და გასტრონომიული კულტურის პოპულარიზაცია.

გო ე მიო (Gault & Millau) კულინარიის გზამკვლევია, რომელიც  1965 წელს რესტორნის კრიტიკოსებმა ჰენრი გო-მ Henri Gault და კრისტიან მიო-მ Christian Millau  დააარსეს. გზამკვლევი მსოფლიოს 20-მდე  ქვეყანაში ოპერირებს, მათ შორის საფრანგეთში, გერმანიაში, ჰოლანდიაში, შვეიცარიაში, იაპონიაში და ა.შ.   Gault & Millau-ს  რესტორნების 20 ქულიანი შეფასების სისტემა აქვს შემუშავებული.   Gault & Millau-ის გზამკვლევი ყოველწლიურად გამოიცემა და საუკეთესო რესტორნების, შეფ-მზარეულებისა და სხვადასხვა ქვეყნის კულინარიის შესახებ ინფორმაციას მოიცავს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები