გოგიტა არქანიამ ევროპულ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ქართველი კარატისტი გოგიტა არქანია პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მიმდინარე მესამე ევროპული თამაშების ბრინჯაოს მედალოსანია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, +84 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენმა ნახევარფინალური დაპირისპირება თურქ ფათიჰ შენთან დათმო.
აღსანიშნავია, რომ გოგიტა არქანიამ ევროპულ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მეორედ მოიპოვა.