ზაზა ნადირაძემ ევროპულ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ქართველმა ნიჩბოსანმა ზაზა ნადირაძემ პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მიმდინარე მესამე ევროპულ თამაშებზე მეორე ადგილი დაიკავა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქართველმა სპორტსმენმა 200-მეტრიანი დისტანცია 39.796 წამში დაფარა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.