განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერული აკრედიტაციის დანერგვის პროცესთან დაკავშირებით ინფორმაცია მოისმინა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერული აკრედიტაციის დანერგვის პროცესთან დაკავშირებით ინფორმაცია წარმოადგინა, ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს. 

“თამარ მახარაშვილის განცხადებით, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა 2022 წელს გადავიდა კლასტერულ აკრედიტაციაზე.

„აკრედიტაციის დებულებაში ცვლილებების შედეგად შეიცვალა აკრედიტაციის სტანდარტები და პროცედურები, განსაზღვრა საზღვარგარეთ მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაციის პროცედურა და მიდგომები, გადაიხედა აკრედიტაციის საფასური. შემუშავდა კლასტერში საგანმანათლებლო პროგრამების დაჯგუფების წესი და პირობები  და განისაზღვრა საგანმანათლებლო პროგრამების ხელახალი აკრედიტაციის ვადები 2022-2028 წლებში”, – განაცხადა თამარ მახარაშვილმა.

 მომხსენებლის თქმით, აკრედიტაცია სავალდებულო გახდა ყველა საფეხურის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისთვის.

 მისივე განმარტებით, ცვლილებების ფარგლებში დაინერგა დამატებითი მოთხოვნები საგანმანათლებლო პროგრამის სადოქტორო და სამაგისტრო ხელმძღვანელებთან მიმართებით. ასევე, დადგინდა დამატებითი მოთხოვნები სამაგისტრო ნაშრომის და დისერტაციის დაცვის პროცედურებთან დაკავშირებით და ყველა პროგრამის შეფასებისას სავალდებულო გახდა აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფში თავმჯდომარის სტატუსით საერთაშორისო ექსპერტის მონაწილეობა.

მინისტრის მოადგილემ კლასტერული აკრედიტაციის ფარგლებში არსებულ გამოწვევებზე და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

მისი თქმით, იგეგმება დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების დახვეწა და ჩარჩო დოკუმენტის დამტკიცება და დისტანციური ფორმით განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების მექანიზმების განვითარება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში. 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები