„ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურაში დასაქმებული მაღაროელთა ნაწილის ანაზღაურებას ასაჯაროებს
გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნის საფუძველზე და საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურაში დასაქმებულთა ნაწილის ანაზღაურებას ასაჯაროებს.
კომპანიის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება, „ჯორჯიან მანგანეზმა“ მას შემდეგ მიიღო, რაც გაფიცულებმა ანაზღაურების შესახებ არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს.
„გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნის საფუძველზე და საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, კომპანიამ გადაწყვიტა ჭიათურაში დასაქმებულთა ნაწილის ანაზღაურება გაასაჯაროოს.
აღნიშნული გადაწყვეტილება, კომპანიამ მას შემდეგ მიიღო, რაც გაფიცულებმა ანაზღაურების შესახებ არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს. საუბარია კომპანიაში დასაქმებულ იმ თანამშრომლებზე, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ საპროტესტო აქციებში.
ქვემოთ მოყვანილი მონაცემების მიხედვით, ნათლად ჩანს, თუ რას შეადგენს 2022 წელს საშუალოდ დარიცხული ხელფასები – 3187 ლარი (გაცემულია 01.02.2022 – 01.02.2023).
აქვე ვაცხადებთ, რომ კომპანია მზადყოფნას გამოთქვამს გასაჯაროებული ინფორმაცია დოკუმენტაციით დაადასტუროს“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.