შინაგან საქმეთა სამინისტროს ფეხბურთის გუნდი საქართველოს ბიზნესის ჩემპიონთა სუპერლიგის გამარჯვებული გახდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საფეხბურთო გუნდმა საქართველოს ბიზნესის ჩემპიონთა სუპერლიგის ფინალურ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო და გამარჯვება მოიპოვა.
შსს-ს ინფორმაციით,
დასკვნით მატჩში ერთმანეთს სამინისტროს საფეხბურთო გუნდი და „კროკობეთი“ დაუპირისპირდნენ.
დაძაბული თამაშის შემდეგ, სამინისტროს თანამშრომლებმა ანგარიშით 4:3 გამარჯვება მოიპოვეს.
გუნდებს შორის შეხვედრა უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ახალ სპორტის სასახლეში გაიმართა.