ვატო შაქარიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად „ფრანკლინის კლუბის“ ღონისძიება გააპროტესტა
მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელმა ვატო შაქარიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად „ფრანკლინის კლუბის“ ღონისძიება გააპროტესტა.
შაქარიშვილის თქმით, “ფრანკლინის კლუბი” მავნებლური ორგანიზაციაა.
“ფრანკლინის კლუბს” არ აქვს არანაირი საერთო საგანმანათლებლო ორგანიზაციასთან. ეს არის დესტრუქციული ორგანიზაცია, მავნებლური ორგანიზაცია და მათი მხრიდან პოლიტიკური გზავნილი, რომ ისინი საკუთარი მავნებლური ორგანიზაციის დაბადების დღეს აღნიშნავენ სწორედ კოკა-კოლის ტერიტორიაზე, რომელმაც იკადრა უკადრებელი უკანასკნელ დღეებში და სცადა მავნებლურად, შეფარულად ჩვენი ბავშვების ფსიქიკაზე ზემოქმედება ნეგატიური, LGBT პროპაგანდის გავრცელება და ნაცვლად იმისა, რომ ბოდიში მოეხადა, გამოვიდა და საზოგადოებას, ქართველ ხალხს დაგვიძახა ბნელი. ამის გასაპროტესტებლად მოვედით”, – ამბობს შაქარიშვილი.
კლუბი ორი წლის თავს „კოკა კოლას“ ძველ ქარხანაში აღნიშნავს. ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული.