საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში პროექტი “მუსიკალური საღამოები” დაიწყო და მთელი ზაფხულის მანძილზე გაგრძელდება

“საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში, ყოველ შაბათ-კვირას პროექტი “მუსიკალური საღამოები” გაიმართება.
დღეს, 17 ივნისს ყაზბეგის, დმანისის, ხობის და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში ახალი პროექტი “მუსიკალური საღამოები” იმართება”, –  ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
“ღონისძიების ფარგლებში, ყველა მუნიციპალიტეტში, მოქალაქეები შეძლებენ ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის დათვალიერებას და შეძენას, პატარების განწყობაზე იზრუნებენ ზღაპრის გმირები და ანიმატორები, მოეწყობა  სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი აქტივობა და ვორქშოპი, ასევე სადეგუსტაციო და კვების ზონა. საღამოს კი ქართველი მომღერლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართება.  18 ივნისს, “მუსიკალური საღამოები” ბოლნისში, ხელვაჩაური, ჩხოროწყუსა და თიანეთი გაიმართება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში. 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები