ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ
„გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ, აღნიშნულის შესახებ პარტიის წევრმა ანა ყურაშვილმა განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, ავტომანქანაში მყოფ ზურაბ ჯაფარიძეს ერთი პირი თავს დაესხა და თვალის არეში დაზიანება მიაყენა. ჯაფარიძე ამ წუთებში პოლიციის შენობაში გამოკითხვაზე იმყოფება.