დიდ დიღომში 11 წლის გოგოს ეძებენ
დიდ დიღომში 11 წლის გოგოს ეძებენ. მოზარდი მესამე მიკრორაიონში დაიკარგა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვს აცვია მწვანე ზედა და ბოლოს მწვანე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე შენიშნეს.
ადგილობრივების თქმით, გოგონა უკვე 4 საათია არ ჩანს.
ამ წუთებში ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.