ახალი ქართული ტელევიზია: ComCom-მა „ფორმულა მულტიმედიას” ავტორიზაცია მიანიჭა

კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა მულტიმედიას” სპეციალიზებული გასართობი და შემეცნებითი მაუწყებლობის ავტორიზაცია მიანიჭა. ტელევიზიამ ავტორიზაციის მინიჭების თხოვნით, ComCom-ს 30 მაისს მიმართა. კომისიამ დეტალურად შეისწავლა წარმოდგენილი დოკუმენტაციები, რის შემდეგაც, “ფორმულა მულტიმედია” ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში, კერძო სპეციალიზებულ მაუწყებლად გაატარა, – ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

მათივე ცნობით, არხი მაუწყებლობას 2023 წლის 15 ივლისამდე დაიწყებს. „ფორმულა მულტიმედია” ვალდებული იქნება დაიცვას „მაუწყებლობის შესახებ” კანონი, მათ შორის, კომისიის დადგენილებები, გადაწყვეტილებები და ავტორიზაციის ყველა პირობა.

„ფორმულა მულტიმედიას” დამფუძნებლები, ასევე, ტელეკომპანია „ფორმულას” დამფუძნებლები და წილის მფლობელები არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები