საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის წარმომადგენლები პარლამენტში იმყოფებოდნენ
საქართველოს პარლამენტში, სტუდენტები, ტურის ფარგლებში, დეპუტატებს, მათ შორის, ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარეს მამუკა მდინარაძეს შეხვდნენ.
პარლამენტის ინფორმაციით, ფრაქციის თავმჯდომარე ახალგაზრდებს საპარლამენტო საქმიანობაზე და კანონშემოქმედებით პროცესზე ესაუბრა.
სტუდენტებს, პლენარულ სხდომათა დარბაზში პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მიესალმა.
ახალგაზრდებმა, ასევე დაათვალიერეს პარლამენტის სასახლე და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი.