პარლამენტმა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” კანონი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 75 ხმით მიიღო „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებები. საკითხი, სხდომაზე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა წარადგინა.

როგორც მომხსენებელმა განმარტა, იმ სახელმწიფო უწყებების ჩამონათვალს, რომლებიც შესაბამისი პროდუქციის შესაძენად ლიცენზირებას არ ექვემდებარებიან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და და მისი მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები დაემატება.

მისივე თქმით, აღნიშნული უფლებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ისედაც სარგებლობდა, თუმცა ეს უფლება კანონის გარდამავალ დებულებაში იყო ჩაწერილი, წარმოდგენილი კანონპროექტით კი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე იგივე სამართლებრივი რეჟიმი გავრცელდება, რაც სხვა სახელმწიფო უწყებებისთვის უკვე არის განსაზღვრული.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები