საქართველოში ვენახების ერთიანი კადასტრი შეიქმნება
პარლამენტმა მესამე მოსმენით, 76 ხმით მიიღო „ვაზისა და ღვინის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებები.
პარლამენტის ინფორმაციით, მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარმოდგენილი კანონპროექტი საქართველოში ვენახების ერთიანი კადასტრის შექმნისა და ორგანიზების საკითხს სამართლებრივად დაარეგულირებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განცხადებით, კანონში ცვლილებები ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ხარისხის და კონკურენტუნარიანობის გაზრდას მსოფლიო ღვინის ბაზარზე და უზრუნველყოფს რთვლის პროცესის გამჭვირვალედ ჩატარებას.