იმერეთში „გემო ფესტის“ ბოლო მოსამზადებელი სამუშაოები ტარდება

17-18 ივნისს ქუთაისი „გემო ფესტს“ უმასპინძლებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით რიგით მესამე ფესტივალი იმერეთში იმართება. ფესტივალის მონაწილეები, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გამოცდილ შეფ-მზარეულებთან ერთად  შეარჩია.

წელს იმერეთიდან „გემო ფესტში“ ქუთაისის, ვანის, წყალტუბოს, თერჯოლას, ზესტაფონის, ფერსვის,  არგვეთასა და საზანოს 17 ობიექტი მონაწილეობს, რომელთა მოძიებაშიც ჩართული იყო DMO იმერეთი.   „გემო ფესტში“ მონაწილეობამდე ადგილობრივმა შეფ-მზარეულებმა ტრენინგები გაიარეს.

„ჩემთვის „გემო ფესტი“  ძალიან დიდი  სიახლის საწყისია, მანამდე თუ გვინდოდა, რაღაც ახალი შეგვექმნა და არ გვქონდა ამისთვის დრო, რესურსი ან იმის გამოცდილება, რომ მაგალითად გამოცდილ შეფებთან ერთად, რაღაც ახალ გემოებზე გვემუშავა.
„გემო ფესტზე“ შევქმნით ახალ კერძს და იმედი გვაქვს ყველა სტუმარი კმაყოფილი დარჩება. „გემო ფესტს“ კიდევ მადლობა, რომ მოგვცა საშუალება სიახლისკენ გადაგვედგა კიდევ ერთი ნაბიჯი“,- ამბობს ფესტივალი მონაწილე ნუცა ცისკარიშვილი.

ქუთაისში გასტრონომიული ფესტივალის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ წარადგინონ როგორც ტრადიციული, ასევე  იშვიათი და ნაკლებად ცნობილი იმერული კერძები, რომელსაც ფესტივალის სტუმრები დააგემოვნებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები