ჯიღაურაში მეგრული და გურული ვაზის ჯიშებისგან დაყენებული ღვინოების დეგუსტაცია გაიმართა

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მრავალწლოვანი კულტურების საცდელ სადემონსტრაციო ბაზაზე მეგრული და გურული ვაზის იშვიათი ჯიშებისგან დამზადებული ღვინოების დეგუსტაცია გაიმართა.

ღონისძიებას ცენტრის მევენახეობა-მეღვინეობის კვლევის სამსახურის უფროსი, დავით ჩიჩუა უძღვებოდა.

სადეგუსტაციო შემადგენლობას ღვინის კლუბის წარმომადგენლები და მევენახეობა-მეღვინეობის სტუდენტები წარმოადგენდნენ. სადეგუსტაციოდ წარმოდგენილი იყო მიკროვინიფიკაციის ბაზაზე დამზადებული 22 საკვლევი თეთრი და წითელი ნიმუში, რომლებიც, კომისიამ მათი ფერის, გემოვნური თვისებების და ქიმიური მახასიათებლების მიხედვით შეაფასა. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურეს ჯიშებმა: ჭვიტილური, კუნძა, ჯანი, კამური, პანეში, კოლოში. აღსანიშნავია, რომ ვაზის იშვიათი ჯიშებისგან დამზადებული ღვინოების პოპულარიზაციასა და სამრეწველო ბაზარზე მათი დაბრუნების მიზნით, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში მუდმივად მიმდინარეობს სამუშაო დეგუსტაციები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები