„მათი გადასაწყვეტია, ვის დანიშნავენ და ვის არა“ – ლევან იოსელიანი სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელად გიორგი ტუღუშის დანიშვნაზე

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერის პროექტი, რომლის ხელმძღვანელად გიორგი ტუღუში დაინიშნა, ევროკავშირს ეკუთვნის და მათი გადასაწყვეტია, ვის დანიშნავენ და ვის არა. ამის შესახებ იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ეს არის ევროკავშირის პროექტი. მათი გადასაწყვეტია, ვის დანიშნავენ და ვის არა. ჩვენ ბატონ ტუღუშთან კარგი საქმიანი ურთიერთობა გვაქვს და იმედი გვაქვს, ამ პროექტის ფარგლებში ბევრ პროექტს განვახორციელებთ ერთად“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები