სატვირთო, რომელსაც უკრაინიდან საქართველოში 20 ტონა ქერი გადაჰქონდა, ქალაქ სამსუნში დაიწვა (ვიდეო)
თურქული მედიის ინფორმაციით, სატვირთო, რომელსაც უკრაინიდან საქართველოში 20 ტონა ქერი გადაჰქონდა, თურქეთში, ქალაქ სამსუნში დაიწვა.
მათივე ცნობით, ინციდენტი ბოსფორის ხიდზე მოხდა. სატვირთოთი, რომელიც უკრაინის მოქალაქე, ოლექსანდრ პლისენკოზეა გაფორმებული, ქერი საქართველოში, ერთ-ერთი ლუდსახარშისთვის მოჰქონდათ. მანქანას ცეცხლი გაუჩნდა, თუმცა, მძღოლმა შეძლო სატვირთო გზის განაპირას გადაეყვანა და შემდეგ – თავი გადაერჩინა. მანქანასთან ერთად, დაიწვა ქერის ტომრებიც.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.