ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, ჭიათურაში, მაღაროელების გაფიცვის პროცესში შრომის ინსპექციის სამსახური ჩაერთო და მედიატორი დაინიშნა
ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვის საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, პროცესში შრომის ინსპექციის სამსახური ჩაერთო და დაინიშნა მედიატორი. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„მედიაციის პროცესის ფარგლებში, უკვე შედგა შეხვედრები როგორც დასაქმებულთა წარმომადგენლებთან, ისე – კომპანიის მენეჯმენტთან.
მედიაცია მხარეების პოზიციების შეჯერებასა და სადავო საკითხების შესახებ ალტერნატიული გზების მოძიებას გულისხმობს. პროცესში ორივე მხარის ინტერესები სრულად იქნება გათვალისწინებული“, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ უკვე მერვე დღეა, რაც ჭიათურაში დაწყებული პროტესტის შემდეგ ყველა მაღარო გაჩერებულია.
„ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომელთა ნაწილი კომპანიის მიერ შეთავაზებულ ახალ სამუშაო პირობებს არ თანხმდება. დასაქმებულთა ნაწილი 12- საათიან გრაფიკზე დაბრუნებას ითხოვს.