ნინო თანდილაშვილი: ევრო 5-ის სტანდარტი პრაქტიკაში ნიშნავს იმას, რომ 2013 წლამდე ავტომობილების შემოტანა შეიზღუდება იმ ქვეყნებიდან, სადაც ევრო 5 სტანდარტი 2013 წლიდან მოქმედებს

„როდესაც ვსაუბრობთ კომპლექსურ მიდგომაზე სატრანსპორტო სექტორიდან ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ევრო 5 სტანდარტის შემოღება ავტოსატრანსპორტო საშუალებების იმპორტისთვის”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა „ქრონიკაში“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ევრო 5-ის სტანდარტი პრაქტიკაში ნიშნავს იმას, რომ 2013 წლამდე ავტომობილების შემოტანა შეიზღუდება იმ ქვეყნებიდან, სადაც ევრო 5 სტანდარტი 2013 წლიდან მოქმედებს.

„როდესაც ვსაუბრობთ კომპლექსურ მიდგომაზე სატრანსპორტო სექტორიდან ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ევრო 5 სტანდარტის შემოღება ავტოსატრანსპორტო საშუალებების იმპორტისთვის, რომელიც 2024 წლიდან ამოქმედდება. ეს არის ევრო 5-ის სტანდარტი, რომელიც პრაქტიკაში ნიშნავს იმას, რომ 2013 წლამდე ავტომობილების შემოტანა შეიზღუდება იმ ქვეყნებიდან, სადაც ევრო 5 სტანდარტი 2013 წლიდან მოქმედებს. ძირითადად, ასეთი ქვეყნებია ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი, საიდანაც ძირითადად ხდება სატრანსპორტო საშუალებების 96 %-ის იმპორტი. ასევეა იაპონია, რომელიც რიგით მესამეა ავტოსატრანსპორტო საშუალებების იმპორტიორი ქვეყნების ნაწილში. რაც შეეხება სხვა დანარჩენ ქვეყნებს, რომლებსაც ევრო 5 სტანდარტი დანერგილი არ აქვთ, ასეთ შემთხვევაში ავტოსატრანსპორტო საშუალებების იმპორტიორს მოუწევს დამატებითი საბუთების წარმოდგენა. ასე ვთქვათ ცნობის, რომელიც დაადასტურებს, რომ ეს ავტოსატრანსპორტო საშუალება აკმაყოფილებს ევრო 5 სტანდარტისთვის დადგენილ შესაბამის ნორმებს. ეს დადგენილება ძალაში შევა 2024 წლის 1-ელი იანვრიდან მსუბუქი ავტომობილებისთვის, ხოლო 2025 წლის იანვრიდან მგზავრთა გადამყვანი და სატვირთო ავტომობილებისთვის“, – აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები