მარიამ ლაშხმა სოფელ სატივის სკოლის მოსწავლეებს გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობა გააცნო
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი მარიამ ლაშხი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ სატივის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, მარიამ ლაშხმა მოსწავლეებს გააცნო გენდერული თანასწორობის საბჭოს სტრუქტურა და საქმიანობა, ესაუბრა პირველ ქართველ ქალ პარლამენტარებზე, თანასწორობის არსზე და დისკრიმინაციაზე, გენდერულ სტერეოტიპებზე, გენდერულ კვოტაზე და დისკრიმინაციის ფორმებზე. გენდერული საბჭოს წევრმა ყურადღება გაამახვილა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელობაზე საქართველოში.
შეხვედრა გაიმართა გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში. სოფელ სატივის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ასევე, დაათვალიერეს პარლამენტის სასახლე და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი.