ზურაბ აზარაშვილი: მოქალაქე, რომელსაც სურს, იყოს დონორი ან სუროგატი, უნდა მოქმედებდეს უანგარობის პრინციპით
“მოქალაქე, რომელსაც სურს, იყოს დონორი ან სუროგატი, უნდა მოქმედებდეს უანგარობის პრინციპით”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, კანონში შესატანი ცვლილებები უანგარობის პრინციპის დარეგულირებასაც მოიცავს.
„ერთი მნიშვნელოვანი და პრინციპული, რაც ამ კანონით რეგულირდება, არის უანგარობის პრინციპი. თუნდაც საქართველოს ის მოქალაქე, რომელსაც სურს, იყოს დონორი ან იყოს სუროგატი, უნდა მოქმედებდეს უანგარობის პრინციპიდან გამომდინარე, მხოლოდ და მხოლოდ შეუძლია, მიიღოს ის კომპენსაცია, რაც ამ პროცესთან დაკავშირებით უხერხულობას შეიძლება, ახლდეს თან, ან სამედიცინო გამოკვლევებს, შემდეგ მშობიარობას და ამ ხარჯებთან დაკავშირებულს“, – აღნიშნა მინისტრმა.
შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული ახალი კანონპროექტის მიხედვით, საქართველოში, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სუროგაციის სერვისით სარგებლობა აეკრძალებათ. სუროგაციის სერვისით სარგებლობას მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ.