ლელა კურდღელაშვილი: ყოჩაღ, “მთავარი არხი”, ამჯერად, საკუთარ თავს აჯობეთ ნეხვის ქექვაში!

“ყოჩაღ, მთავარი არხი – ამჯერად, საკუთარ თავს აჯობეთ ნეხვის ქექვაში!”, – ამის შესახებ ჟურნალისტი, ლელა კურდღელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“ჩემი გარდაცვლილი მამის და ავადმყოფი დედის ფოტოზე ამის დაწერა არ შეგრჩებათ და მაგას პირადად მე გპირდებით და მეტიც! იმ შვედი ბავშვების ფოტოები რომ მოიპარეთ ჩემი დის პირადი გვერდიდან, რომელიც შვედეთის მოქალაქეა, შვედი ბავშვების დედა და არასრულწლოვანის ფოტო გამოაფრიალებინეთ ფეიკ ექაუნთს თქვენს ოფიციალურ გვერდზე, არც მაგის შერჩენას აპირებს არავინ!

გვერდი თქვენია და ვერ ვაკონტროლებთ, ეგ არ გამოდის! ვალდებულება გაქვთ, აკონტროლოთ!!! – ვერ აკონტროლებთ და პასუხსაც აგებთ!

ხვალიდან მოგიკითხავენ ძაან ევროპულად და გასწავლიან, როგორ იცავენ ევროპელები ბავშვთა უფლებებს თქვენნაირი ნაძირლებისგან! პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური • Personal Data Protection Service @Sweden Embasy; კომუნიკაციების კომისია | Communications Commission; საქართველოს სახალხო დამცველი Public Defender of Georgia; კინწურაშვილის კანტორას არ მოვთაგავ, კარგად მუშაობენ ეგენი და ვერ ამჩნევენ რაც არ აწყობთ!

შსს კრიმინალური პოლიცია – ჩვენს ბავშვებს რომ პატრონი არ ჰყავთ, კი ვიცით, მაგრამ აშკარად ევროპელ არასრულწლოვანზე ონანისტობენ ეს ოხრები და მანამ კანდიდატის სტატუსი გვერდზე მოგვატოვებინეს, მიხედოთ იქნებ ამათი ვების ადმინისტრაციას!”, – წერს კურდღელაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები