„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ივნისს 12:25-დან 18:00 საათამდე დენი გაითიშება ზაჰესში, ავჭალის ქუჩაზე და მიმდებარე ტერიტორიაზე, კასკადთან.

„12 ივნისს 11:00-დან 15:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს დუშეთის რაიონის დაბა ჟინვალში და სოფლებში ჩინთი, ბიჩნიგაურები, უნდილაანი, ქვემო არანისი, ჩიხაანი, იორი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები