დე ფაქტო აფხაზეთის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გივი აგრბა გარდაიცვალა

დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურის ყოფილი თავმჯდომარე და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გივი აგრბა გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო apsnypress.info ავრცელებს.
1992 წელს გივი აგრბა დე ფაქტო აფხაზეთის (აფხაზეთის გვარდიის) შინაგანი ჯარების პოლკის მეთაური იყო. 1993-1996 წლებში კი „შინაგან საქმეთა მინისტრის“ თანამდებობაზე მუშაობდა. აგრბა აფხაზეთის გმირად იყო გამოცხადებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები