ნინო წილოსანმა, რიმა ბერაძემ და ირმა ზავრადაშვილმა თელავში შეხვედრა გამართეს
გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა და საბჭოს წევრებმა – რიმა ბერაძემ და ირმა ზავრადაშვილმა ქალების ტექნოლოგიებში ჩართვის მნიშვნელობაზე შეხვედრა გამართეს.
პარლამენტის ინფორმაციით, თელავის ტექნოპარკში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ პირები, რომლებიც მონაწილეობენ ან სურვილი აქვთ ტექნოლოგიების სფეროში ჩაერთონ. დეპუტატებმა შეხვედრისას იმსჯელეს საბჭოს გენდერულ პოლიტიკაზე, ასევე ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში აღებულ საქართველოს ვალდებულებებსა და აღნიშნული საკითხის პრიორიტეტულობაზე.