რატი იონათამიშვილი – კეზერაშვილზე: როდესაც ადამიანი ცდილობს, „რეპუტაცია აღიდგინოს“ და ამისთვის მიმართავს არა სასამართლოს, არამედ პიარ-კომპანიებს, ამით ფაქტობრივად აღიარებს საკუთარ დანაშაულს

“როდესაც ადამიანი ცდილობს, რომ „რეპუტაცია აღიდგინოს“ და ამისთვის მიმართავს არა სასამართლოს, არამედ პიარ-კომპანიებს, ამით ის ფაქტობრივად აღიარებს საკუთარ დანაშაულს”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა „ფორმულას“ მიერ ამერიკულ ლობისტურ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების თაობაზე განაცხადა.

მისივე თქმით, კეზერაშვილი ამ ნაბიჯით აღიარებს იმასაც, რომ მას სასამართლოში პერსპექტივა არ აქვს.

„როდესაც ადამიანი ცდილობს, რომ „რეპუტაცია აღიდგინოს“ და ამისთვის მიმართავს არა სასამართლოს, არამედ პიარ-კომპანიებს, ამით ის ფაქტობრივად აღიარებს საკუთარ დანაშაულს და აღიარებს იმას, რომ მას სასამართლოში პერსპექტივა არ აქვს. ის თავის გასტრონომიულ ფალსიფიკაციას ასაღებდა საქართველოს სახელმწიფოს რეპუტაციის ზიანისთვის, მაგრამ საბოლოო ჯამში სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ის სწორედ საქართველოს წინააღმდეგ იყო მხილებული დეზინფორმაციის კამპანიის წარმოებაში. ანუ, ფაქტობრივად, კეზერაშვილი მიდის სააკაშვილის გზაზე და ამის საწინააღმდეგო, ცხადია, ჩვენ არაფერი გვაქვს. ეს ადამიანები აქამდეც ერთმანეთის გზაზე დადიოდნენ, ახლაც ასე გააგრძელონ და შედეგი იქნება ზუსტად ის, რაც სააკაშვილის შემთხვევაში“, – განაცხადა იონათამიშვილმა “იმედის” ეთერში საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები