გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მაისში უკანონო ტყითსარგებლობის 216 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2023 წლის 01 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 216 ფაქტი გამოავლინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით,143 – ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 73 კი, საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია.

სამართალდარღვევებიდან 21 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. უკანონო ტყითსარგებლობის ყველაზე მეტი, 30-30 ფაქტი გამოვლენილია შიდა ქართლსა და აჭარაში. 29 სამართალდარღვევა დაფიქსირდა კახეთში, 25 – სამეგრელო-ზემო სვანეთში, ქვემო ქართლშიც – 25, სამცხე-ჯავახეთში – 21, იმერეთში – 20, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში – 19, გურიაში – 13, მცხეთა-მთიანეთში კი, 4 სამართალდარღვევა გამოვლინდა.
ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 410 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ხე-ტყე. ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 66 ფაქტი. ასევე, ქვეყნის მასშტაბით, ამოღებულია 7 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები