რეზო ამაშუკელი: ეს არის არა პრეზიდენტი მარგველაშვილი, არამედ „კარალევა“ მარგო!

   „ეს არის არა პრეზიდენტი მარგველაშვილი, არამედ „კარალევა“ მარგო!“ – აცხადებს პოეტი რეზო ამაშუკელი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ საუბრისას. გამომცემლობა მკითხველს დედოფალ მარგოს მმართველობის პერიოდს ახსენებს.
„დედოფალი მარგო აღვირახსნილი ქალბატონი ბრძანდებოდა, რომელსაც უამრავი საყვარელი ჰყავდა და მათ შორის საკუთარი ძმები – შარლ მეცხრე და ანრი მესამე. ანრი ნავარელისა და დედოფალ მარგოს ქორწინებიდან ზუსტად 6 დღეში, 1572 წლის 24 აგვისტოს, საფრანგეთში განხორციელდა კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უსაშინელესი ხოცვა-ჟლეტა, როცა კათოლიკე ფანატიკოსებმა მძინარე ჰუგენოტები საკუთარ სახლებში ამოჟუჟეს! ეს ტრაგედია ისტორიაში „ბართლომეს ღამის“ სახელით არის ცნობილი“! – წერს გამოცემა.
გაზეთი „ასავალ – დასავალი“ პოეტ რეზო ამაშუკელთან ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც რეზო ამაშუკელი საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს „კარალევა“ მარგოს ადარებს. რესპონდენტი ინტერვიუს დროს, NDI-ს მიერ გამოქვეყნებულ პოლიტიკური კვლევის შედეგებზეც საუბრობს.
„როდესაც ბატონი ირაკლი ალასანია ამბობს, რომ ჩვენ ქართული დემოკრატია სააკაშვილის ჩაყრილ ფუნდამენტზე უნდა ავაშენოთო, ეს ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია და ამაში ალასანიას კი არა, ჩემს ღვიძლ შვილს ვერ დავეთანხმები! პატრიარქთან ტრაპეზზე ალასანიას ვუთხარი, ხანდახან შენიშვნას რომ გაძლევ, ეს კი არ უნდა გეწყინოს, უნდა დაფიქრდე – მეთქი! მთელი გენერალიტეტი იქ იყო და ყველა ისმენდა ამას! არაფერი მითხრა ირაკლი ალასანიამ. პატრიარქს მოვერიდე და კიდევ ბევრი რამ არ ვუთხარი! „ნაციონალები“ მთელ საქართველოს ეზიზღება და ახლა დაფიქრდით – ალასანიას, რომელიც „ნაციონალებს“ თვალებს უჟუჟუნებს, როგორ შეიძლება, უფრო მაღალი რეიტინგი ჰქონდეს, ვიდრე ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც დამნაშავე „ნაციონალებს“, ფაქტობრივად, მარტოდმარტო ებრძვის! ეს საკენკი თავგასიებულმა ნავარომ მარგველაშვილის ქათმებს დაუყაროს დუშეთში! ახლა ეს ბატონი „პლასტელინი“, რომელსაც უნდა „ვლასტელინი“ გახდეს, გააქტიურდა და ცდილობს, საკუთარი ძალაუფლება წარმოაჩინოს! მარგველაშვილს ვგულისხმობ, რომელიც ცდილობს, თავისი სიმრგვალე მრისხანებაში გადაიტანოს! არადა, როცა ამას წინათ მის უაზრო ღიმილს ვუყურებდი, უცბად წამომცდა, რომ ეს არის არა პრეზიდენტი, არამედ „კარალევა“ მარგო! არავითარი დედოფალი მარგო, „კარალევა“ მარგოა და ეს სახელი მაგას შერჩება. ჰალსტუხიან ხვლიკსა და „კარალევა“ მარგოს შორის ვერანაირ განსხვავებას ვერ ვხედავ, ორივენი „ნაციონალებთან“ ჟღურტულებენ! სხვათა შორის, „კარალევა“ მარგო მარტო არ არის და გვერდით თავისი მარგონავტები ჰყავს, მაგალითად ოლეგ პანფილოვის ბებერი დაიკო ზვიად ქორიძე“! – ამბობს პოეტი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები