გიორგი მარგველაშვილი: დავისაჯეთ თავისუფალი არჩევანის გამო

ჩვენ დავისაჯეთ თავისუფალი არჩევანის გამო, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თბილისში მიმდინარე საერთაშორისო ლიდერთა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტმა ახალ დემოკრატიულ სახელწიფოთა წინაშე მდგარ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება.
“ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ცდილობს, ააშენოს თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფო იმ ქვეყნის მსგავსად, სადაც ახლა ომი მიმდინარეობს. ჩვენც დავისაჯეთ თავისუფალი არჩევანის გამო. რეალურად არსებობს გამოწვევა ახალი დემოკრატიული სახელმწიფოს მიმართ, რაც გულისხმობს დემოკრატიული მმართველობის ჩამოყალიბებას, დემოკრატიული ერის შექმნას, რომელსაც აქვს დასავლური ფასეულობები და დასავლური ორიენტაცია. ეს დაკავშირებულია ბევრ პრობლემასთან, არა მხოლოდ იმ პრობლემასთან, როგორიცაა ნოუ-ჰაუს ნაკლებობა, არამედ გეოპოლიტიკურ გარემოსთან, რაც არის რეგიონში”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები