„ჩვენ თავმოყვარე ერი ვართ და გაგვაჩნია სუვერენიტეტის ძალიან მაღალი ხარისხი” – ლევან მაჭავარიანი

“ჩვენ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, იქ არ იყო არაფერი თხოვნის რეჟიმში და ა.შ. უბრალოდ ბუნდოვანება უნდა გაიფანტოს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ელოდება რეაგირებას ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან და რაღაცა ტიპის კომენტარებს, გზავნილებს და არის აბსოლუტური დუმილი”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკას“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის გაგზავნილ ღია წერილზე საუბრისას განუცხადა.

„ჩვენ თავმოყვარე ერი ვართ და ჩვენ გაგვაჩნია სუვერენიტეტის ძალიან მაღალი ხარისხი. ასეთი დამოუკიდებლობის ხარისხი მსუბუქად, რომ ვთქვათ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორია საქართველოს არასდროს არ ჰქონია. შესაბამისად, ჩვენ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, იქ არ იყო არაფერი თხოვნის რეჟიმში და ა.შ. უბრალოდ ბუნდოვანება უნდა გაიფანტოს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ელოდება რეაგირებას ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან და რაღაცა ტიპის კომენტარებს, გზავნილებს და არის აბსოლუტური დუმილი. იყო რა თქმა უნდა ქალბატონი ელჩის შეხვედრა მაკა ბოჭორიშვილთან, ლევან დავითაშვილთან. შემდეგ ჩვენი დელეგაციის ვიზიტი ამერიკის შეერთებული შტატებში. იქაც იყო ადმინისტრაციასთან შეხვედრები. მაგრამ ჩვენ გვსურს რა თქმა უნდა, რომ ეს უმაღლეს დონეზე გაკეთდეს, რაღაც ტიპის განცხადება იქნება თუ კომუნიკაცია“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები