Air Astana-ს რეგიონული მენეჯერი კავკასიაში: ჩვენ უკვე ვხედავთ დადებით ცვლილებებს Air Astana-ს რეისების დასტაბილურებისა და ჩვენი მგზავრთათვის გაწეული კეთილგანწყობილი მომსახურების კუთხით სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე
,,ჩვენ უკვე ვხედავთ დადებით ცვლილებებს Air Astana-ს რეისების დასტაბილურებისა და ჩვენი მგზავრთათვის გაწეული კეთილგანწყობილი მომსახურების კუთხით სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე”,- ამის შესახებ
Air Astana-ს რეგიონული მენეჯერი კავკასიაში, კამილა ჟაილაუბაევა აცხადებს.
,,აქტიური ტურისტული სეზონის წინ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან გვქონდა კონსტრუქციული შეხვედრა, სადაც ჩვენ სხვადასხვა საკითხებთან ერთად განვიხილეთ საერთაშორისო ავიაკომპანიის მგზავრთა დეპორტაციის შემთხვევები, რაც რეისების დაგვიანებას იწვევს. წარმოშობილი სირთულეების აღმოსაფხვრელად, შეხვედრაზე შეთანხმებას მივაღწიეთ. სამინისტრომ თანამშრომლობისათვის მაღალი დონის გახსნილობა და მზაობა გამოავლინა, რამაც შესაძლებელი გახადა სწრაფი გადაწყვეტილებები მიგვეღო ავიაკომპანიისა და მგზავრთა ინტერესებიდან გამომდინარე.
ჩვენ უკვე ვხედავთ დადებით ცვლილებებს Air Astana-ს რეისების დასტაბილურებისა და ჩვენი მგზავრთათვის გაწეული კეთილგანწყობილი მომსახურების კუთხით სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე – აცხადებს კამილა ჟაილაუბაევა, Air Astana-ს რეგიონული მენეჯერი კავკასიაში.