გიორგი ვოლსკი: ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის გამოსვლა შეესაბამებოდა ძირითადად იმ სტანდარტებს, რაზეც ჩვენ გვაქვს საუბარი

მმართველი გუნდის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ ევროპარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი გამოსვლა შეაფასა.

„ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის გამოსვლა შეესაბამებოდა ძირითადად იმ სტანდარტებს, რაზეც ჩვენ გვაქვს საუბარი. საკმაოდ ბევრია გაკეთებული იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო – არანაირი ცვლილება საქართველოს საგარეო კურსს არ ექნება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები