რუსმა ოკუპანტებმა კიევზე მორიგი იერიში მიიტანეს, ამჯერად – ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების “ისკანდერების” გამოყენებით.
რაკეტების ფრაგმენტები დედაქალაქის სამ რაიონში: დნეპროვსკის, დესნიასნკისა და დარნიცკის რაიონებში ჩამოვარდა.
იერიშის შედეგად, დაღუპულია სამი ადამიანი: 9 წლის გოგონა, მისი 34 წლის დედა და კიდევ ერთი – 33 წლის ქალი, დაშავებულია 12 მოქალაქე.
დაზიანებულია სამედიცინო დაწესებულება, საბავშვო ბაღი, საცხოვრებელი კორპუსები და მანქანები.
კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ ბავშთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დედაქალაქში ყველა ღონისძიება გაუქმებულია.