„საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო
„საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტმა 80 ხმით მხარი დაუჭირა.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, კანონპროექტის მიხედვით, აღნიშნული ცვლილება გაასწორებს იმ საკანონმდებლო ხარვეზებს, რომელიც დაკავშირებულია გემის სახელმწიფო რეგისტრაციის პროცესთან. ასევე მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქართველი მეზღვაურების შრომით და სოციალურ სტატუსს და საქართველოს დროშას უფრო მიმზიდველს გახდის.