ქართველი ხალხი ევროპას საკუთარ სახლად აღიქვამს და იმედი უნდა მივცეთ, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„დროა, მეტი ვიმუშაოთ, რათა შევქმნათ შესაბამისი პირობები კანდიდატის სტატუსისთვის და საქართველომ არ გამოტოვოს ეს ისტორიული შესაძლებლობა.
მადლობა, პრეზიდენტო ზურაბიშვილო, საქართველოს ევროპულ მოწოდებაში თქვენი რწმენისთვის“, – წერს ევროპარლამენტის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
People of Georgia see Europe as their home & we must give them hope.
It is time to work harder to create right conditions for candidate status & Georgia not to miss this historic opportunity.
Thank you President @Zourabichvili_S for your belief in Georgia's European call 🇪🇺🇬🇪 pic.twitter.com/q3jF4AHxWO
— Roberta Metsola (@EP_President) May 31, 2023