ალუდა ღუდუშაური: „ნაცმოძრაობასთან“ რაიმე დემოკრატიაზე საუბარი არის წარმოუდგენელი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, „ნაცმოძრაობასთან“ დემოკრატიაზე საუბარი წარმოუდგენელია.
„მეტად როგორღა უნდა დაიშალოს „ნაციონალური მოძრაობა“. პარტიას ისეთი ფორმალური თავმჯდომარე დაუნიშნეს, რომელიც არის კომიკოსი და ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს პარტიაში მისი წონა, ან ავტორიტეტი. ეს ხომ ყველასთვის არის ცნობილი და ცხადზე ცხადია. ამის იქით პარტია როგორ უნდა დაეშვას. რა ფსკერი უნდა იყოს იმის იქით, რომ ეს რეალობა ვინმესთვის შეუმჩნეველი იყოს. ის პროცესები, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიდის, მე ვფიქრობ, რომ ხელის გულზეა. თქვენ წარმოიდგინეთ და კიდევ უფრო მეტად გასაოცარი იყო, როდესაც ეს ადამიანები [„ნაცმოძრაობის“ დეპუტატები] ამ ყოფილ მეგობრებს [დეკანოიძე-გოცირიძეს], თუ არ ვიცი რა დავარქვა, როგორ ესხმოდნენ თავს და მთელი ეს ორი დღე სასესიო დარბაზში ჩვენ ვიხილეთ მორიგჯერ „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური სახე. ეს ადამიანები არიან მოძალადეები, ბულინგის ავანგარდში მყოფები და თანაგუნდელებს არ ზოგავენ. თქვენ ნახეთ როგორი ტერორი მოუწყვეს ამ ორ ადამიანს და ეს არ არის ერთეული შემთხვევები. ჩვენ თუ გავიხსენებთ როგორ ექცეოდნენ თავიანთი პარტიიდან გასულ პირებს, კარგად დაინახავთ „ნაციონალური მოძრაობის“ ბუნებას. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ რაიმე დემოკრატიაზე, ხალხის ინტერესებზე საუბარი არის წარმოუდგენელი და წყლის ნაყვა“, – განაცხადა ღუდუშაურმა “იმედის” ეთერში საუბრისას.