ალუდა ღუდუშაური: დღევანდელი ხელისუფლება ნამდვილად ქვეყანასა და ხალხზე მზრუნველი და მოამაგე ხელისუფლებაა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, დღევანდელი ხელისუფლება ქვეყანასა და ხალხზე მზრუნველი და მოამაგე ხელისუფლებაა.

ღუდუშაური პრემიერის მიერ გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გაკეთებული განცხადებების შეფასებებსაც გამოეხმაურა.

„დღეს ერთი რამ არის მკაფიოდ თვალშისაცემი, რომ დღევანდელი ხელისუფლება ნამდვილად ქვეყანასა და ხალხზე მზრუნველი და მოამაგე ხელისუფლებაა.

სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ცალკეული გამონათქვამები ან ამ გამონათქვამების დამახინჯება და შემდეგ უკვე ხელოვნურად რაღაც თემების აწევა, მიუთითებს ერთადერთ რამეზე – სამწუხაროდ დღეს არის მოცემულობა, როდესაც პოლიტიკაში არის ძალა, რომელიც ჯერ კიდევ ფიქრობს მერკანტილურად, ვერ ელევა ვიწროპარტიულ ინტერესებს და ყოველდღიურად აზიანებს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს. მათ ჰგონიათ, რომ ამით „ქართულ ოცნებას“ და ხელისუფლებას აზიანებენ, მაგრამ, სინამდვილეში, ძალიან კარგად იციან, რომ ამით აზიანებენ საკუთარ ქვეყანას“, – განაცხადა ღუდუშაურმა “იმედის” ეთერში საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები